სსიპ. ქ.. თბილისის მე_12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო ბიოლოგიის წრემ “ჰიპოკრატელები”. წრის ხელმძღვანელი: თ. ბრეგვაძე. წრეში გაერთიანებულნი არიან მე_8 კლასის მოსწავლეები. მუშაობა ჩატარდება ყოველ სამშაბათს (2.X.19_18.XII.19) წრის მუშაობის ხანგრძლივობა 45 წუთი.
წრის მუშაობის პროფილი და მიზანი: მოსწავლეს შეუქმნას პოზიტიური განწყობა,აუმაღლოს მოტივაცია ბიოლოგიის სწავლისადმი,განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
წრის მუშაობა მნიშვნელოვანია და აქტუალური: საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ბიოლოგიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას. წრის წევრებს საშუალება მიეცემათ საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენაში, მოვახდინე მე_8 კლასის ბიოლოგიის თემატური მასალიდან მთავარი საკითხების შერჩევა, წრეზე განხილვა უკეთესად შესწავლის მიზნით, მასალის ჩამონათვალი წინასწარ გავაცანი მოსწავლეებს.
წრის
მუშაობის
პროგრამა
ხანგრძლივობა
და
შეხვედრების
განრიგი
N |
თემა |
ჩატარების დრო |
ხანგრძ- ლივობა
|
მიზანი |
რესურსი |
შედეგი |
1 |
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა |
2.X. |
45 წთ. |
მოსწავლემ შეძლოს ნასწავლი მასალის ცხოვრებაში გამოყენება, თუნდაც პირველადი დახმარების აღმოჩენა ექსტრემალურ სიტუაციებში, ძვლების მოტეხილობის დროს. |
ჩონჩხის მულაჟი, რვეული, დაფა, ცარცი. |
მოსწავლე აღწერს ადამიანის ორგანიზმის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს,ილუსტრაციაზე ან მულაჟზე ამოიცნობს ადამ8იანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე, მაგალითად ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი. |
2 |
კუნთოვანი სისტემა |
9.X. |
45 წთ. |
მოსწავლემ მულაჟზე შეძლოს ყველა კუნთის ამოცნობა და ამ კუნთების დასახელება. |
ტაბულები,მულაჟები,წიგნი,რვეული,კალამი. |
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება , მონაცემების აღრიცხვა, ასახელებს ადამიანის ორგანიზმის ყველა კუნთს და მათ ფუნქციას. |
3 |
ტანადობის დარღვევა. |
16.x. |
45 წთ. |
მოსწავლემ უნდა იცოდეს ხერხემლის ყველა დაავადება და სურათების მიხედვით მათი გარჩევა. ასევე უნდა შეძლოს ბრტყველი და ნორმალური ტერფის განსხვავება. |
|
მოიპოვებს ინფორმაციას ხერხემლის განვითარების პათოლოგიების (სქოლიოზის,კიფოზის,ლორდოზის) და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება. |
4 |
საჭმლის მონელება პირის ღრუში |
23.x |
45 წთ |
მოსწავლემ უნდა შეძლოს პირის ღრუში საჭმლის მონელებას თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გამოიყენოს მიღებული ცოდნა და დაასახელოს ის ნივთიერებები რაც ხელს უწყობს საჭმლის ნაწილობრივ მონელებას. |
ტაბულები, სურათები, დაფა,ცარცი, სახელმძღვანელო. |
აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს. მსჯელობს საჭმლის მომნელებელი სიტემის მნიშვნელობაზე და ადგენს სქემებს. |
5 |
საჭმლის მონელება კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში. |
30.x. |
45 წთ |
მოსწავლემ უნდა შეძლოს განასხვაოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავების ფუნქციები, შეძლოს მათი კავშირის დადგენა. |
წიგნი, რვეული, ცარცი, მულაჟი, სურათები. |
მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების (მაგ:“სწრაფი კვების“ პროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ. მაგ:ავიტამინოზები, ჭარბი წონა. |
6 |
საჭმლის მონელება წვრილ და მსხვილ ნაწლავში |
6.XI |
45 წთ |
მოსწავლემ უნდა შეძლოს წვრილი და მსხვილი ნაწლავების ფუნქციების გარჩევა, თუ რა თავისებურებებით ხასიათდებიან ისინი. |
ტაბულები, მულაჟები, დაფა ,ცარცი , სახელმძღვანელო. |
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება, სიმულაციურ თამაშში განახორციელებს პირველადი დახმარების ღონისძიებას კვებითი და ტოქსიკური ნივთიერების მოწამვლის დროს. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი. |
7 |
სისხლის შედგენილობა და ფუნქციები |
13XI. |
45წთ |
მოსწავლემ უნდა შეძლოს სისხლის შედგენილობის დასახელება და თითოეულის ფუნქციის დახასიათება. |
სურათები, ტაბულები, სახელმძღვანელო. |
მოსწავლე ხსნის მაღალმთიან რეგიონებში ადამიანის სისხლის განსხვავებულ შედგენილობის (ერითროციტების) მაღალი კონცენტრაციის მიზეზს. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. |
8 |
გულის აგებულება და მუშაობა.
|
20.XI |
45 წთ |
მოსწავლემ უნდა შეძლოს გულის აგებულებისა და მუშაობის თავისებურებანის განსაზღვრა და შძლოს გულის ძირითადი ფუნქციის დახასიათება. |
გულის მულაჟი, ცარცი, დაფა, სახელმძღვანელო. |
იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების მოდელს, სქემას, მათი მოქმედების (მაგ: გული-ტუმბო.) პრინციპის სადემონსტრაციოდ დააკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები. |
9 |
სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდი წრე |
27.XI. |
45 წთ |
მოსწავლემ უნდა შეძლოს განსაზღვროს თუ რა მნიშვნელობა აქვს მცირე და დიდ წრეს და რაზეა დამოკიდებული ადამიანების თბილსისხლიანობა და ცხოველების ცივსისხლიანობა. |
გულის მულაჟი, სურათები, სახელმძღვანელო, დაფა , ცარცი. |
მსჯელობს სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციების ურთიერთკავშირის შესახებ, ადგენს სქემებს. აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს. |
10 |
ვიზიტი პოლიკლინიკა „მედიუმში“ |
4.XII. |
45 წთ |
მოსწავლეებმა თავის თვალით ნახონ როგორ ამზადებენ სისხლის ანალიზს, მიკროსკოპში შეძლონ ერითოციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების განსხავავება. |
ფურცელი, კალამი. |
მოსწავლე დამოუკიდებლად აკეთებს სისხლის ანალიზს და ანსხვავებს მის შემადგენელ ნაწილებს. |
11 |
არტერიული და ვენური სისხლის გაზომვა წნევის აპარატით (ტონომეტრით) |
11.XII. |
45წთ. |
მოსწავლეებმა ისწავლონ და შეძლონ წნევის გაზომვა, ისწავლონ ფონეიდოსკოპის გამოყენება. |
წნევის აპარატი, რვეული კალამი. |
მოსწავლეებს შეუძლიათ წნევის გაზომვა აპარატი (ტონომეტრის) მეშვეობით. იყენებენ ფონეიდოსკოპს. |
12 |
წრის შემაჯამებელი სამუშაო. |
18.XII. |
45 წთ |
ვსაუბრობთ საინტერესო საკითხებზე.შედეგით. |
რვეული,კალამი. |
მოსწავლეები კმაყოფილი არიან |