შეხვედრა პროფესორ შალვა საბაშვილთან
ასტრონომია სჭირდება ყველას: ისტორიკოსს, ფილოლოგს, მათემატიკოსს, ფიზიკოსს და სხვა საგნის სპეციალისტებსა და მოსწავლეებს, რომელთაც სურთ სწორად აღიქვან სამყაროში მიმდინარე პროცესები, ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში მოწვეულ იქნა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შალვა საბაშვილი.
მან წაიკითხა ლექციების ციკლი ,,ზეცათა ლაბირინთებში’’, ,,მზის სისტემის თანამგზავრები’’ , ,,ახალი და ზეახალი ვარსკვლავები’’, ლექციები მოისმინეს მე-12,მე-11,მე-10, მე-7 კლასის მოსწავლეებმა. პროფესორმა შალვა საბაშვილმა სკოლის ბიბლიოთეკას სამსახსოვროდ გადასცა საკუთარი ლექსების კრებული ,,წყალწავარდნილი’’, ,,100 ლექსი’’ და ნაშრომი ,,ასტრონომიული კალენდარი’’.
სამომავლოდ პროფესორმა მოსწავლეები უნივერსიტეტის პლანეტარიუმში მიიწვია.
იხელეთ გალერეა