მე-12 სკოლაში კიდევ ერთი ლამაზი საღამო მიეძღვნა შემოდგომას.მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ძალიან ლამაზად გააცილეს ოქროსფერი შემოდგომა. იყო ბევრი სიმღერა,ცეკვა,ხალისი და შემოდგომის ლამაზი ფერები.....
შედიხარ შემოდგომის ბაღში, თავზე გეცემა მოწყვეტილი ხის ფოთოლო,
რომელიც ზღაპარს გიამბობს სილამაზეზე, სიკეთესა და სიყვარულზე.
შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბრძენი, უხვი, ბარაქიანი დროა. დედამიწა იფარება ფოთლების ფერადი ხალიჩით ქარი საოცარ, ზღაპრულ სამყაროს ქმნის შემოდგომის ულამაზესი ფერებით. ჰაერი დატენილია ხილის სურნელით. ხეები იხდიან ზაფხულის მწვანე სამოსელს და სიმწვანე თანდათან გადადის სიწითლეში, სიყვითლეში...იმ არეულ ფერებში, რაც ქმნის შემოდგომის დაუვიწყარ პეიზაჟს გალაკტიონის თქმით, სულ სხვაა შემოდგომის ყვავილი. ,,ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს“. სულ სხვაა შემოდგომის მზეც. თითქოს უფრო თბილი და მწველი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ზამთრამდე ჯერ კიდევ შორსაა.
შემოდგომა სიუხვისა და ბარაქის სიმბოლოა. ნაშრომ-ნაჯაფის მომკის დრო. ერთი სიტყვით, ის დიდებულია!
და სურვილი გეუფლება ფეხით იარო შემოდგომის მზით გამთბარ ქუჩებში, უსმინო ოთლების საოცარ მუსიკას და გალაკტიონს იმეორებდე:
,,ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიქრიან ქარდაქარ.......“
იხილეთ გალერეა