სსიპ ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის უფასო წრემ სახელწოდებით ,,აი ია”. წრის ხელ-ლი ეკატერინე ცუცქირიძე. წრე აერთიანებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, კერძოდ, I კლასელებს. მუშაობა ჩატარდება ყოველ პარასკევს( 2. 02. 18- 23. 04. 18) 12 სთ- დან 12. 40 სთ-მდე.
საწრეო მუშაობის პროფილი და მიზანია:
მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ -ჩვევების
წარმოჩენა განვითარება, ძირითადი სამეტყველო უნარების განვითარება (კითხვა ,
მოსმენა , საუბარი)  სახალისო აქტივობებით და დამატებითი
მასალების გამოყენებით მოსწავლეები  შეძლებენ მცირე მოცულობის
ტექსტების წაკითხვას აღქმას და გადმოცემას. გამოიმუშავებენ სწორი
წერის  უნარ-ჩვევებს.
წრის ფუნქციონირება არის მნიშვნელოვანი და აქტუალური ვინაიდან
საგაკვეთილო პროცესში ვერ ხერხდება მასალის სიღრმისეული
ათვისება.
წრის მუშაობის პროგრამა, ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი
| N | თემა | ჩატარების დრო | ხანგრძლი ვობა | მიზანი | რესურსი | შედეგი | 
| 1 | ი. გოგებაშვილის „ მეფე და მხატვარი“ | 2. 02 | 35 წთ | სწორი და შეგნებული კითხვის ჩვევების გამომუშავება. ტექსტის ანალიზი | ი.გოგებაშვილის საგანძური. ბარათები. დაფა ცარცი | კითხულობენ მთლიანი სიტყვებით ( მარცვლებით) მცირე მოცულობის ტექსტს. პასუხობენ კითხვებს. | 
| 2 | ლავრენტი ჭიჭინაძის „ ყველასი ყოფილა“ | 9 . 02 | 35 წთ | მცირე ზომის ტექსტის მოსმენა გაგება. ტექსტის ინსცენირება. | იზა ხულელიძე საკითხავი მასალა. | ისმენენ და იგებენ მცირე ზომის ტექსტს და გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას. მონაწილეობენ ტექსტის ინსცენირებაში. | 
| 3 | არეული კომიქსები | 16. 02 | 35 წთ | ტექსტის აწყობა და შინაარსის გაგება | 
 ი. გოგებაშვილის მოთხრობა (თავნება თაგვი) | სათანადოდ აღიქვამენ ტექსტს, აკავშირებენ ილუსტრაციას ტექსტთან. | 
| 4 | კარნახით წერა | 23. 02 | 35 წთ | სწორი წერის ჩვევის დაუფლება | დამატებითი მასალა საანბანო პერიოდისთვის მ. მაისურაძე. რვეული | სწორად წერს ანბანის ყველა ასოს იცავს პროპორციებს. ცდილობს დაწეროს სიტყვები ასოების გამორჩენის გარეშე. | 
| 5 | ი გოგებაშვილის მჩხავანა კატა“ | 2 .03 | 35 წთ | სწორი და შეგნებული კითხვის ჩვევების გამომუშავება. წაკითხულის ანალიზი, შეფასება | იაკობ გოგებაშვილის საგანძური. | კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს სათანადო ინტონაციით. ასწორებს დაშვებულ შეცდომებს. აფასებს წაკითხულს | 
| 6 | ენობრივი მასალა | 16. 03 | 35 წთ | ენობრივ მასალაზე დაკვირვება. მარცვლებით სიტყვების შედგენა, სიტყვებით წინადადებების აწყობა. | ბარათები, დაფა ცარცი. რვეული სახელმძღვანელო ჩვენი ენა ქართული. | გამოიმუშავებენ ფონოლოგიურ უნარ ჩვევებს. | 
| 7 | ი. გოგებაშვილის ბოროტისათვის სიკეთე | 23. 03 | 35წთ | ტექსტის კითხვა, შინაარსის გაგება. გაბმულ მეტყველებაზე მუშაობა | საგანძური. დაფა ცარცი, ბარათები | შეძლებენ გადმოსცენ წაკითხულის შინაარსი თანმიმდევრულად. მარათლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვით | 
| 8 | წაკითხული ტექსტის ილუსტრირება | 30.03 | 35 წთ | კითხვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება | ფერადი ფანქრები. თაბახის ფურცლები. | ქმნის ტექსტის ან რომელიმე ეპიზოდის ილუსტრაციას ასათაურებს მას. | 
| 9 | საბავშვო ლექსები | 13.04 | 35 წთ | პოეტური ტექსტის აღქმა. | საბავშვო ლექსების კრებული | კითხულობს ლექსს სათანადო ინტონაციით. გამოხატავს თავის დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ. | 
| 10 | ზღაპრების სამყაროში | 20. 04 | 35 წთ | ზღაპრების კითხვა ანალიზი | ქართული ხალხური ზღაპრები | ისმენს და აფასებს პერსონაჟებს. | 
