„ცოცხალი წიგნები“
2017 წლიდან მე-12 საჯარო სკოლა ჩაერთო პროექტში „ცოცხალი წიგნები“, რომლის ავტორი და ხელმძღვანელია კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ქართველი მწერლების შეხვედრას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან.
პროექტის ავტორის შერჩევითა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის აქტიურობით 2017 წლის 9 თებერვალს სკოლას ესტუმრა ორი მწერალი: ეკატერინე ტოგონიძე და თეონა დოლენჯაშვილი. შეხვედრა მწერლებსა და მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც აესწრებოდა დირექცია და პედაგოგები: მაკა მაღრაძე, დალი ჭეიშვილი, მარინა ხულელიძე, ნანა ქათამაძე, ლილი გვარჯალაძე, მედეა ფერაძე, ლელა ჩუბინიძე, ნინო გოგოლაშვილი და ალა კოლესიდი.
მწერლებმა ისაუბრეს საკუთარ შემოქმედებაზე, წაიკითხეს ამონარიდები თავიანთი მოთხრობებიდან და უპასუხეს მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს.
საუბარში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორი მედეა გურგენაძე, რომელმაც მოიწონა პროექტის მიზანი და მოსწავლეებს ურჩია თანამედროვე მწერლებთან შეხვედრა გახდეს მათთვის მისაბაძი მაგალითი იმისა, რომ შეიყვარონ კითხვა, რადგან სესაძლოა რომელიმე მათგანმა მომავალში თავის თავში აღმოაჩინოს წერის უნარიც.
შეხვედრა ჩატარდა სასიამოვნო გარემოში. დასასრულს, მწერლებმა მოსწავლეებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.