,,მასწავლებელი-შუქი სულისა"
2016 წლის 7 ოქტომბერს სსიპ N12 საჯარო სკოლის VIა კლასის
მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ნატალია იმერლიშვილის
ხელმძღვანელობით ჩაატარეს მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება ,, მასწავლებელი-შუქი სულისა".
აღსაზრდელებმა წარმოსთქვეს მისასალმებელი
სიტყვები, წაიკითხეს ი. ნინოშვილის, ფ. ხალვაშის, ა.
ბეგაშვილის, გ. ტაბიძის ,,წერილი ჩემი შვილის მასწავლებელს".
ღონისძიება გაალამაზა სიმღერამ (,,მახსოვს პირველად სასწავლებელში"),
რომელიც მუსიკის მასწავლებელმა ნარგიზი ოთხმეზურმა
მოამზადა.
ბავშვებმა წარმოადგინეს
ინსცენირება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან
,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რომელიც სახალისოდ
წარიმართა.
სამადლობელი სიტყვები წარმოსთქვეს
მშობლებმა, მასწავლებლებმა, დირექტორმა.