,,ანბანის გაცილება“
ა/წ 12 მაისს Iგ კლასში ჩატარდა საზეიმო დილა ,,ანბანის
გაცილება“.
ღონისღიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და
მოსწავლეთა მშობლები. პატარებმა შემოგვთვაზეს ხალისიანი და
საინტერესო ლექსები, სიმღერები, ინსცენირებები, რომლებიც ეძღვნებოდა
ყველა ბავშვისათვის ძვირაფას ქართულ ანბანს. დილა ჩატარდა საკმაოდ
თბილ გარემოში. დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსე დამსწრე
საზოგადოებამ კეთილი სურვილებით გამოხატა მადლობა მოსწავლეების და
მათი პედაგოგის ნანი ნოზაძის მიმართ.