70-ე საიუბილეო სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

70-ე საიუბილეო სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია 23 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.

მოსწავლეთა 70 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეებისა (სახლების) და ცენტრების VIII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მიზანია მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა, თვითგამოხატვისა და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა.
კონფერენციის 28 სექციაში მოსწავლეებმა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სხვადასხვა სფეროში შექმნილი ნაშრომები წარმოადგინეს. სექციის სხდომებზე მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს ცნობილმა მეცნიერებმა, სპეციალისტებმა, ჟურნალისტებმა.
კონფერენციის საზეიმო დახურვაზე კონფერენციის ისტორიასა და დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, წარმოადგინეს კონფერენციისადმი მიძღვნილი ფილმი.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და დამსწრე საზოგადოებას მისი შედეგები გააცნო: სულ კონფერენციაზე 3163 ნაშრომი იყო წარდგენილი. პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა 350 მოსწავლე, მეორე ხარისხის დიპლომით - 1293, 1017 თემის ავტორს კი წარმატებისთვის სიგელი გადაეცა. მოსწავლეებთან ერთად ის პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციის მუშაობაში.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს, სასახლეში გატარებულ წლებზე, კონფერენციის მისიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ურუშაძემ, ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა, პროფესორმა ავთანდილ არაბულმა, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ, ევროპული სკოლის დირექტორმა ნანა მოსიძემ, სტუდენტმა ნანა დიაკონიძემ და სხვებმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელით კონფერენციაში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა 18 მოსწავლე, მათ სიგელები გადასცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების წარმომადგენელმა რუსუდან საგინაშვილმა.
კომფერენციაში ჩართული იყო ჩვენი სკოლაც.
დაჯილდოვდნენ მოსწავლეები ბაქარ ქათამაძე მე-12 კლასი პირველი ხარისხის დიპლომი.(ფიზიკა) მაია ბერძენიშვილი პედაგოგი.
ნანო სინატაშვილი 11-ე კლასი (ფიზიკა) პედაგოგი ქ.კაპანაძე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.