სტმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში
არაჩვეულებრივი გამოსაშვები ჰქონდათ IV ბ კლასის მოსწავლეებს.
თავდაპირველად ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა ჩვენი სკოლის
დირექტორმა, ქალბატონმა, მედეა გურგენაძემ და ბავშვებს წარმატებული
მომავალი უსურვა.
შემდეგ ისინი წავიდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში . დაათვალიერეს
საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახლები. იყო ლექსები და სიმღერები.
ბოლოს კი საკუთარი ხელი შექნნეს თიხის ჭურჭელი წარწერით.IV_ ბ
კლასი.
ეს ლამაზი დღე ბავშვებმა და მათმა საყვარელმა თამუნა (ხიზანიშვილი)
მასწავლებელმა ბანკეტით დაასრულეს.
არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე მოსწავლეებს. მათ სამუდამოდ გაყვებათ
მაისურებზე ამოტვიფრული თამუნა მასწავლებლის დარიგება: ,,გვიყვარდეს
ერთმანეთი! " ჩვენც ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ პატარებს და
დავამატებთ, რომ სწორედ მათი შეკრული სიყვარული გადაარჩენს
მსოფლიოს.
