,,ევროპელი ავტორების დღე"
2024 წლის 25 მარტი
,,ევროპელი ავტორების დღე"
საუბარი ევროპულ ლიტერატურაზე დავიწყეთ შექსპირით. მოსწავლეებს შევახსენეთ დიდი დრამატურგი, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაუტოვა დრამატული პიესებითა თუ სონეტებით.
მოსწავლეებს ვესაუბრეთ სერვანტესზე, ცნობილ ესპანელ მწერალზე ,,დონ კიხოტის“ ავტორზე. ამ რომანის პოპულარობის მიზეზი ისაა, რომ მასში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად სატირული ფორმით გადმოიცემა ფილოსოფიური აზრები ცხოვრების, თავისუფლების, სიყვარულის, მოწყალების შესახებ.
საინტერესო იყო სტენდალის, ფრანგული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენლისა და რემარკის, ყველაზე ევროპელი მწერლის, შესახებ საუბარი. მისი ღირებულებები, როგორც ანტიფაშისტური შეხედულებების მწერლისა.
ევროპული ლიტერატურის დღეს არც პოლონელი ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იანუშ კორჩაკი დაგვიწყებია...
ლიტერატურული საღამოს ავტორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ჭეიშვილი და ინგლისური ენის მასწავლებელი მარიკა უსენაშვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.