2023-2024 სასწავლო წელი საუკეთესო დასაწყისი
დღეს სკოლის დაწყების ზარი დაირეკა საქართველოში.სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში ტრადიციულად ქართული ჰიმნის ფონზე აღიმართა ეროვნული დროშა. იყო გულწრფელი და ამაღელვებელი მილოცვები-დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეთა თვითმმართველობის მხრიდან...და იყო ბევრი ყვავილი, სიხარულით ანთებული თვალები, ღიმილი, სიყვარული იმედი იმისა, რომ 2023-2024 სასწავლო წელი საუკეთესო იქნება სკოლის ცხოვრებაში.
ბეჭდვა