სახალისოდან შემეცნებისკენ...
ამა წლის 28 ნოემბერს მე-12 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გუნდური ოლიმპიადაის, " სახალისოდან შემეცნებისკენ", პირველ ტურში. ეს იყო მეტად ემოციური, აზარტული და კარგად ორგანიზებული კონკურსი, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ როგორც ცოდნა, ასევე გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. წინ მეორე ტურია. ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ ფინალში გადასვლას და გამარჯვებას. აქვე დიდ მადლობას ვუხდი საგანმანათლებლო ორგანიზაცია ნიუ პრაიმის მესვეურებს, ქ-ნ ნუნუ ჯავახიშვილსა და საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულ წევრს, რომლებიც ასე ზრუნავენ მომავალი თაობის განათლებაზე და გვანებივრებენ მსგავსი ოლიმპიადებით.

ბეჭდვა