შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს და თბილისის ბაზას, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, მე-12 საჯარო სკოლის უფროსკლასელები  ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. 
მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო დაათვალიერეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა და ისტორია დეტალურად გააცნეს. მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს.

იხილეთ გალერეა:
ბეჭდვა