ანბანი მობრძანდებაო.
დღეს Iგ კლასში შემობრძანდა ქართული ანბანი - მსოფლიოში უძველესი, თოთხმეტ ორიგინალურ ანბანში გამორჩეული ულამაზესი დამწერლობა. მისი შესწავლა დავიწყეთ ორი საოცარი ბგერით: ,,ი“ და ,,ა“. იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ პირველი ცურცელიც ხომ ლურჯთვალა იასთან და ამ ორ მაგიურ ასო - ბგერასთან ზიარებით იწყება: აი ია
კეთილი იყოს ჩვენს კლასში ანბანის შემობრძანება!
ბეჭდვა