,,მასწავლებელი-შუქი სულისა"
2016 წლის 7 ოქტომბერს სსიპ N12 საჯარო სკოლის  VIა კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ნატალია იმერლიშვილის ხელმძღვანელობით  ჩაატარეს მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,, მასწავლებელი-შუქი სულისა".
საზრდელებმა წარმოსთქვეს მისასალმებელი სიტყვები, წაიკითხეს ი. ნინოშვილის,  ფ. ხალვაშის, ა. ბეგაშვილის, გ. ტაბიძის ,,წერილი ჩემი შვილის მასწავლებელს". ღონისძიება გაალამაზა სიმღერამ (,,მახსოვს პირველად სასწავლებელში"), რომელიც მუსიკის მასწავლებელმა ნარგიზი ოთხმეზურმა  მოამზადა.
ბავშვებმა  წარმოადგინეს  ინსცენირება  ნოდარ  დუმბაძის  ნაწარმოებიდან  ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რომელიც სახალისოდ  წარიმართა.
სამადლობელი სიტყვები წარმოსთქვეს მშობლებმა, მასწავლებლებმა, დირექტორმა.
ბეჭდვა