საინფორმაციო შეხვედრა
23 აპრილი 2026 წელი
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის VIIა მოსწავლეები იმყოფებოდნენ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში. მოზარდებს საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, 112-ის წარმომადგენლებმა გააცნეს
გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების წესები და საგზაო უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ 112-ის საინფორმაციო შემეცნებითი ბროშურები.
კლასის დამრიგებელი: თამარ სესიტაშვილი
ბეჭდვა