,,ყველაზე დიდი ნიჭი ნიჭის მიგნებაა,,
26 აპრილი 2026 წელი
მიმდინარე წლის 26 აპრილს ჩვენი სკოლის მე-2 ბ კლასის (კლასის დამრიგენელი ნათია იმნაძე) მოსწავლეებმა მათე ბუძიშვილმა, ნიტა გოგილიძემ, ომარ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღეს ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო ოლიმპიადის
რეგიონალურ ტურნირში.მათ შორის ნიტა გოგილიძემ, რომელსაც ვაჟებთან მოუწია თამაში, გამარჯვებით წარმოაჩინა თავი.
ჭადრაკის მასწავლებელმა ლილი გვარჯალაძემ სამივე მოსწავლეს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის გადასცა სერტიფიკატები და მოკრძალებული ფასიანი ჯილდოები.
ჩვენ ვამბობთ,რომ ,,ყველაზე დიდი ნიჭი ნიჭის მიგნებაა,, ამიტომ განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში. რამეთუ ასე უფრო გამომჟღავნდება მათი ნიჭიერება.
ბეჭდვა