პროექტი: „ჰემოგმირი“
10 ივნისი 2026 წელიმე-12 საჯარო სკოლაში „ჰემოგმირის“ დღე გაიმართა
დღეს, მე-12 საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიება შედგა – მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის,
ნინი ფიფიას საავტორო
სასკოლო პროექტი „ჰემოგმირი“ წარმატებით განხორციელდა.
პროექტის მთავარი
გზავნილია:
„გაიღე სისხლი,
გადაარჩინე სიცოცხლე!“
პროექტს აქტიურად
შეუერთდნენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი მედეა გურგენაძე, სკოლის
ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მშობლები. სკოლას ესტუმრა
სისხლის ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი, ხოლო დონაციის პროცესისთვის
მოეწყო შესაბამისი და უსაფრთხო სივრცე.
დღევანდელი დღის
ნამდვილი „ჰემოგმირები“ გახდნენ მასწავლებლები და მშობლები, რომლებმაც
უანგაროდ გაიღეს სისხლი და ამ მნიშვნელოვანი აქტით ადამიანების
სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა შექმნეს.პროექტის მიზანია,
ინიციატივას სხვა სკოლებიც შეუერთდნენ, გაიზარდოს საზოგადოებრივი
ცნობიერება სისხლის დონაციის მნიშვნელობის შესახებ და მოსწავლეებმა
საკუთარ გარემოში დაინახონ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი
კეთილი საქციელი მრავალი ადამიანის იმედად იქცეს.სისხლის ერთი დონაციით
შესაძლებელია სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. სწორედ ამიტომ,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ დონორობა
არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, თანადგომისა და ჰუმანურობის
გამოხატულება.გულწრფელ მადლობას
ვუხდით თითოეულ მშობელსა და თითოეულ მასწავლებელს, რომლებმაც დღეს
საკუთარი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის გადარჩენის
საქმეში.დღეს თქვენ მიერ
გაღებული სისხლი, შესაძლოა, ხვალ ვიღაცისთვის სიცოცხლის შანსად
იქცეს.მადლობა, რომ გახდით
„ჰემოგმირები“!
პროექტი: „ჰემოგმირი“
ავტორი: მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინი ფიფია
დევიზი: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
პროექტი: „ჰემოგმირი“
ავტორი: მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინი ფიფია
დევიზი: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
