„STEAM განათლება“
15 ივნისი 2026 წელი
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ქვეპროგრამის „STEAM განათლება“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, შერჩეულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია.
2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლაში გაიხსნება რობოტიკის კლუბი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, განივითარონ ტექნოლოგიური, საინჟინრო და შემოქმედებითი უნარები თანამედროვე STEAM განათლების პრინციპების შესაბამისად.
ბეჭდვა