„26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“.
27 მაისი 2026
27 მაისი 2026 წელი
მე-12 საჯარო სკოლის Xბ კლასში ჩატარდა ღონისძიება „26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს
საინტერესო თემები და ნამუშევრები:
I ჯგუფი — საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა (დროშა, გერბი, ჰიმნი);
II ჯგუფი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა;
III ჯგუფი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა;
IV ჯგუფი — საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა.
პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექციის წარმომადგენელი, ქალბატონი თამარ სესიტაშვილი.
ღონისძიება შეაჯამა საგნის მასწავლებელმა, ქალბატონმა ლარისა ახვლედიანმა, რომელმაც მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და აქტიური მონაწილეობისათვის.
გილოცავთ 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ბეჭდვა