პროექტი ,,სამეწარმეო"
23 ივნისი 2023

მე-12 საჯარო სკოლა            
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი : მე-10
პედაგოგი :თეა სვიმონიშვილი
პროექტით სწავლება
მე-12  საჯარო სკოლის მე -10ა და მე- 10ბ კლასაებში პირველად  განხორციელდა პროექტით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მოსწავლეებს გავაცანი პროექტით სწავლების არსი და მიზნები.

მათთან ერთად ავირჩიე სავალდებულო პროექტებიდან ის ,რომელიც მათთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა.

პროექტის ტიპი -სამეწარმეო

„დღეს არსებული სახელოვნებო პროფესიები:შემოქმედება და წარმატებული კარიერა“

პროექტის თემა: სახელოვნებო პროფესიები: რა უნდა ვიცოდეთ წარმატებული კარიერის შესაქმნელად

მიზანი :მოსწავლეები გაეცნონ დღეს არსებულ (ტრადიციული,ახალი ) სახელოვნებო პროფესიებს. მოიძიონ ინფორმაცია 21-ე  საუკუნეში ,ხელოვანების დასაქმებისა და ხელოვნების ნაწარმოებების რეალიზაციის გზების შესახებ,თუ რომელი დარგის ნიმუშებზეა მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან.

პირველ ეტაპზე მოხდა პროექტის დაგეგმვა.ეს მოიცავდა მიზნების განსაზღვრას,პროექტის ეტაპებისა და ნაბიჯების (აქტივობების ) განსაზღვრას ,ფუნქციების განაწილებას  (ვინ , რას და რა პერიოდში გააკეთებდა).

მეორე ეტაპზე მოხდა დაგეგმილი აქტივობების ნაბიჯების განხორციელება

ნაბიჯი 1 -დისკუსია -მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რა სახით მოეხდინათ ამ პროექტის საბოლოო წარდგენა ,პრეზენტაცია

ნაბიჯი 2-ინფორმაციის მოძიება-დამუშავება

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად სადაც მოიძიეს უძველესი სახელოვნებო პროფესიების შესახებ ინფორმაცია: მეთუნეობა,თექა ,ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვა,ტიხრული მინანქარი,ოქრომჭედლობა,ხის მხატვრული დამუშავება და სხვა.

ნაბიჯი 3.ხელოვანის შერჩევა ,ინტერვიუსთთვის მომზადება,ინტერვიუს აღება

შევარჩიეთ ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანი ნინო ჩუბინიძე, რომელიც მუშაობს თექაზე და ასევე ტიხრულ მინანქარზე, შევუთანხმდით ვიზიტზე და ვესტუმრეთ სახელოსნოში,მოსწავლეებს ჩამოწერილი ჰქონდათ წინასწარ კითხვები .ნინომ მოსწავლეებს პროცედურების დაცვით ეტაპობრივად აუხსნა ყველა ის გასავლელი ნაბიჯი ,როგორ იქმნება დამუშავებული მატყლისგან თექის თავსაფარი,მოსწავლეებმა თავად პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა და თავისი ხელით დაამზადეს თექისგან საქართველოს დროშა,რომელიც სიმბოლურად გადაეცა სკოლას

ასევე მოსწავლეები გაეცნენ ტიხრული მინანქრის დამზადების პროცესს გაეცნენ როგორ და რამდენ გრადუსსზე ხდება მისი ღუმელში გამოწვა.

ნაბიჯი 4   მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ რამდენად მოთხოვნადია დღეს სახელოვნებო პროფესიები, როგორია პროდუქციის რეალიზაცია,გასაღება ქართულ და უცხოურ ბაზარზე.როგორია ამ პროფესიის წარმომადგენლების  შემოსავლის წყარო, ასევე გამოეკვლიათ  ხელის შემწყობი ან შემშლელი ფაქტორები .

ამის გასარკვევად  მათ გადაწყვიტეს თავად გასაუბრებოდნენ ადგილობრივ მეწარმეებს ,რისთვისაც შეირჩა  რამდენიმე ლოკაცია თბილისში.

ორბელიანის მოედანი, თავისუფლების მიმდინარე ტერიტორია( ქუჩის გარე მარკეტები) ,მშრალი ხიდის მიმდებარე სკვერი , ბუკიას ბაღი.

მოხდა გასაყიდი ნივთების დათვალიერება და მწარმოებლებთან გასაუბრება

რის შედეგადაც მოხდა შემაჯამებელი მოხსენების დაწერა თემაზე“ქართული და უცხოური სახელოვნებო სივრცე,სახელოვნებო პროფესიები და ბაზარი“

ნაბიჯი 5-შემოქმედებითი ექსპერიმენტი-ბაზრის კვლევისთვის შერჩეული დარგის ნიმუშების შექმნა, შექმნის პროცესის ფოტოფიქსაცია

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი შეარჩიეს რამდენიმე დარგი და შეასრულეს სხვადასხვა სახის ნამუშევრები: სამკაული ,თექა,ქსოვა და სხვა.

დირექციასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ მოგვეწყო გამოფენა -გაყიდვა, სადაც გამოფენილი იქნებოდა არა მარტო პროექტში მონაწილე მოსწავლეების არამედ მთლიანად სკოლის მოსწავლეების,მშობლებისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები

ნაბიჯი-6 შექმნილი ნამუშევრების რეალიზაციის მცდელობა გამოფენა-გაყიდვის  სახით რომელიც მოეწყო სკოლის ფოიეში 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემოსული თანხა მოხმარდა ?

დირექციასთან შეთანხმებით  მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ მოგვეწყო გამოფენა -გაყიდვა სადაც გამოფენილი იქნებოდა არა მარტო პროექტში მონაწილე მოსწავლეების არამედ მტლიანად სკოლის მოსწავლეების,მშობლებისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.