სამოქალაქო განათლების კლუბი ,,თავისუფალი მოქალაქე“-ის სამუშაო შეხვედრები.
15 ივნისი 2023

29.10.2022წელი
სამუშაო შეხვედრა N1      
 თემა: მე და ჩემი თემი
მიზანი: მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
აქტივობები: თემში არსებული პრობლემების გამოკვეთა ამ პრობლემის მოგვარების გზების დასახვა . სემინარის ჩატარება.
კლუბის კურატორი:  ნინო დევნოსაძე

 05 .12.2022  წელი
სამუშაო შეხვედრა N2      

თემა; კულტურული მრავალფეროვნება ჩემს გარშემო.

მიზანი:მოსწავლემ შეძლოს გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

აქტივობები: მოსწავლეები გაეცნობიან ერთმანეთის ინიციატივებს. დასვამენ კითხვებს არის თუ არა განხორციელებადი და საინტერესო? ვინ შეიძლება ნახოს სარგებელი მისი განხორციელებით? რამდენადაა გათვალისწინებული ეთნიკური მხარე, ხომ არ დააზიანებს ვინმეს ან რამეს?ინიციატიცების შეფასების შემდეგ მოსწავლეები ირჩევენ განხორციელებად და შედეგის მომტან ინიციატივას.დისკუსიის წარმართვა კლუბის წევრებსა და სკოლის თემში არსებული განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მოსწავლეებთან .
კლუბის კურატორი:  ნინო დევნოსაძე


30.01.2023  წელი

სამუშაო შეხვედრა N 3         

თემა: ადამიანური ღირსება და ჩაგვრა ,ბულინგი

მიზანი:ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;

აქტივობები:  მოსწავლეთა შეხვედრა და  ფუნქციების გადანააწილება.

 

შეისწავლიან ბულინგის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას და დაასაბუთებენ ამ პრობლემის აღმოფხვრაში საზოგადოების თითოეული წევრის როლს.  დაამზადებენ კედლის გაზეთს.
კლუბის კურატორი:  ნინო დევნოსაძე


24.02.2023 წელი

სამუშაო შეხვედრა N 4  .          

თემა; ბუნებრივი გარემო ჩვენი მემკვიდრეობა

მიზანი: კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებებით, მოსწავლეების, მშობლებისა და სხვათა ჩართულობით ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში.

 

აქტივობები: ინფორმაციის მოძიება  და დისკუსიის წარმართვა სკოლის თემში კულტურლი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით.ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეების, მათი დაცვის საჭიროებისა და გზების გაანალიზება.
კლუბის კურატორი:  ნინო დევნოსაძე


24.03.2023 წელი

სამუშაო შეხვედრა N5      

თემა:  . ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი დანერგვა.

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გააზრებით მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს და იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით.იყვნენ ფიზიკურად აქტიურნი.გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.

 

აქტივობები : კლუბის წევრ მოსწავლეთა მიერ პროექტის,,ჯანსაღი ცხოვრება ,ნათელი მომავალია“. დაგეგმვა და განხორციელება სხვადასხვა აქტივობებით, მინი ლექცია,კედლის გაზეთის დამზადება,ფლაერების დამზადება და გავრცელება სკოლის თემში.
კლუბის კურატორი:  ნინო დევნოსაძე

28.04 2023 წელი

სამუშაო შეხვედრა N6           

თემა: გარდატეხის ასაკი და მისი პრობლემები

მიზანი: მოსწავლეებში ინიციატივების ურთიერთგაცვლა და განხორციელებადი ინიციატივის შერჩევა.გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული მახასიათებლების გამოკვეთა.

 

აქტივობები: საკანონმდებლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იმის გაანალიზება, თუ რა შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისა და განათლების უფლების დარღვევის საფუძველი,ინფორმაციის მოძიება ,პრეზენტაციის აწყობა და სკოლის მოსწავლეების ინფორმირება.
კლუბის კურატორი:  ნინო დევნოსაძე


9.06.2023 წელი

სამუშაო შეხვედრა N7            

თემა:  საგზაო უსაფრთხოება

მიზანი: მოსწავლეებში კვლევა -ძიებისა,პრობლემის გადაჭრის ,შემოქმედებითობისა  და კომუნიკაციის უნარის განვითარება.სკოლასთან გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების ადვოკატირება, მოსწავლეებისა და თემის წევრების ცნობიერების ამაღლება გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისა და საგზაო ნიშნების შესახებ.

 

აქტივობები:ინფორმაციის მოძიება მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ და მოამზადებენ პრეზენტაციას  და გაუზიარებენ ერთმანეთს . დამზადდება ფლაერები წარწერით ,,შეანელე გზა,დაუთმე ,გაუფრთხილდი სიცოცხლეს“. და დაარიგებენ სკოლის თემსა და მის გარეთ.
კლუბის კურატორი:  ნინო დევნოსაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.