ჩვენმა მოსწავლეებმა დღევანდელი დღე პაპა_ბებიების მოფერების დღედ გამოაცხადეს. შვილიშვილებმა ჩვენი სკოლის პაპა _ ბებია მასწავლებლებს კონცერტი მიუძღვნეს, დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრები მიართვეს. იმდენად ხალისიანი იყო დღევანდი დღე, რომ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სემესტრის დასასრულამდე სანტას ქუდებით იარონ სკოლაში. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა "შემოქმედ პედაგოგთა კლუბი", რომლებმაც გადაწყვიტეს მოაგროვონ მოსწავლეთა ფოტო და ვიდეო ჩანაწერები და საინტერესო ფილმი შექმნან დღევანდი დღის მოსაგონებლად. ამისთვის საჭიროა ჩანაწერები გადავაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: sikete.gadamdebia2022@gmail.com
როგორც პროექტის ავტორმა, ჩვენი სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა, თამუნა ხიზანიშვილმა აღნიშნა,ჩვენი სკოლა მზად არის საინტერესო პროექტების განსახორციელებლად და კვლავ უამრავი სიურპრიზი ელოდებათ ჩვენს მოსწავლეებს.