მოგზაურთა კლუბი "ველური მთიანეთი"
19 დეკემბერი 2022
                                                       მოგზაურთა კლუბი "ველური მთიანეთი"

  ქ.თბილისის N12 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა მოგზაურთა კლუბი, რომლის ფარგლებში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს კახეთში. ღირსშენიშნაობების დათვალიერება დავიწყეთ საგარეჯოდან, კონკრეტულად კი მოვინახულეთ ნინოწმინდა. ნინოწმინდა სოფელ ნინოწმინდაში მდებარეობს. კომპლექსი მაღალი და კარგად შემონახული გალავნით არის შემოზღუდული. ეზოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაგებობაა. 
აქ როგორც ჩანს IV საუკუნეში დროებით დამკვიდრებულა ნინო კაბადოკიელი, ვიდრე ბოდბეში გადავიდოდა. დღემდე შემორჩენილი შენობებიდან ყველაზე ძველი დიდ გუმბათიანი ტაძარია რომელიც VI საუკუნეშია აგებული. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია XVII საუკუნის ფრესკები. კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში ორი მნიშვნელოვანი ნაგებობაა. მათ შორის არის XVII საუკუნის მრავალსართულიანი სამრეკლო. ნინოწმინდის მონახულების შემდეგ გეზი ავიღეთ გურჯაანის ყველაწმინდისაკენ. გურჯაანის ყველაწმინდა ქართული კულტურის გარდამავალი პერიოდის შესანიშნავი ნიმუშია. ღვთისმშობლის მიძინების VII საუკუნის ეკლესია უნიკალურია იმით, რომ იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში. მრავალი გადმოცემათგან ერთ-ერთი გვამცნობს, რომ აქ ღვთისმშობლის სასწაულით ტაძრის კედლებიდან რძე მოდიოდა, ამიტომ აქ განსაკუთრებით ხშირად მოდიოდნენ მეძუძურები და რძედამშრალი დედები. დღეს აქ მოქმედი მამათა მონასტერია.

   გზა განვაგრძეთ გურჯაანისაკენ, სადაც მოვინახულეთ კურორტი ახტალა. ახტალა ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია საქართველოში. აქ მოპოვებული ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ და სხვა დაავადებებს. გარდა დაავადებებისა იგი ასევე გამოიყენება შეხორცებითი ჭრილობების სამკურნალოდ. ახტალის კურორტზე კლინიკური და ექპერიმენტული დაკვირვებისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულია ტალახით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები.
ტალის კურორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულია დასასვენებელი პარკი, რომელიც ასევე მოვინახულეთ.

   ჩვენს ბოლო გაჩერებას წარმოადგენდა ერეკლე მეფის სასახლე თელავში.  მართლაც რომ შესანიშნავი სანახაობა იყო. ტერიტორია შემოსაზღვრულია გალავნით, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელიც  აქვს. ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. შიდა ტერიტორიაზე გვხვდება სასახლე, კარის ეკლესია და მუზეუმი.

   მუზეუმში დაცულია არა მხოლოდ ერეკლე მეფის ნივთები, ასევე ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII და XIX საუკუნის სპილენძის საოჯახო ნივთები და იარაღი, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ხელნაწერები, ერეკლე მეფის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები და სხვა.

 


   მეფის კარის ეკლესია აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა იგი თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონდა სათოფურები. ეკლესიიდან დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი რომლის მსგავსი საქართველოში არსად გვხვდება. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.

 

  

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.