სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლაში 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან ფუნქციონირებს ლიტერატურულ-შემოქმედებითი კლუბი ,,პაემანი ლიტერატურასთან“, რომლის უმთავრესი მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში წიგნებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც განცხადებით
მიმართავენ კლუბის კურატორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მზია არაბულს,
დათანახმანი იქნებიან, დაემორჩილონ კლუბის
წესდებას.
დანართი
N1
სსიპ ქალაქ თბილისის N12
საჯარო სკოლის
კლუბის კურატორს ----------------------------
ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლის
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
კლუბის წევრები:
ანა გვალია - X გაგი ჭინჭარაული - X
კესარია კაცაძე - X მარიამ ბესიაშვილი - X
მარიამ ბიზიკაშვილი - X მარიამ ახალკაცი - X
ანა ბეჟიტაშვილი - X ანა კეჟერაშვილი - X
ელენე ობგაიძე -X ნინო ხარხელაური - X
მარიამ ღვინიაშვილი -X ანა არაბული - X
ანი კოხრეიძე - X ანა წერეთელი - X
გიორგი მაისურაძე -X მაისურაძე გიორგი - X
მარიამ ასლამაზაშვილი - XI ლიზი აბესაძე - XI
მაგდა ივანიძე - XI მარი ბუღაძე - XI
ცაცა გურგენიძე - XI ანი ჭინჭარაული - XI
გიორგი ნოზაძე - XI ანა ბიწაძე - XI
ლიტერატურულ-შემოქმედებით კლუბის ,,პაემანი ლიტერატურასთან“ სამუშაო გეგმა
ღონისძიება. თარიღი
1. ,,პაემანი“ ლიტერატურასთან (საუბარი
ლიტერატურაზე, მის მნიშვნელობასა და
ჟანრებზე- 01.11
2. მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა, გარჩევა, ანალიზი-11.11
3. წინა შეხვედრაზე განხილულ ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემების მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების წერილობით ჩამოყალიბება და პრეზენტაცია- 25.11
4. კონკურსი-,,ვინ უკეთ იცნობს ძველ ქართულ ლიტერატურას“-16.12
5. ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული:-20.02-27.02
ნახატების გამოფენა
ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში
ლიტერატურული საღამო: ,,თოვდა და თბილისს ეხურა თალხი..“
9. დედის სახე ქართველ შემოქმედთა ნაწარმოებებში მხატვრული ნაწარმოების
წაკითხვა, გარჩევა, ანალიზი-10.03
10. ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება-14.04
11. ექსკურსია ბოლნისში,( 1-ლი ქართული წარწერა საქართველოში)-მაისი
12. შემაჯამებელი შეხვედრა-რა მომცა ლიტერატურულ-შემოქმედებითმა კლუბმა და
კიდევ რას დავამატებდი კლუბის სამუშაო გეგმას-02.06
სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის კლუბის ,,პაემანი ლიტერატურასთან“
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1.სსიპ თბილისი მე-12 საჯარო სკოლის კლუბი ,,პაემანი ლიტერატურასთან“
(შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების
დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005
წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10
მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის
წევრთა ინიციატივით.
1.2.კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა
რეკვიზიტები. (სკოლის ვებ გვერდი http://skola12.gweb.ge)
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, სსიპ თბილისის მე-12 საჯარო სკოლა
2.კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1. ლიტერატურის პოპულარიზაცი;
2.2. მოსწავლეებში წიგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული
გემოვნების დახვეწა;
2.3.პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლენა და
ჩამოყალიბება;
2.5. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.6.წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-
გაზიარება;
2.7.კონფერენციების, სემინარების, ლიტერატურული საღამოების ორგანიზება;
2.8.პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება;
2.9.კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც
ემსახურება კლუბის მიზნებს,ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის
ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე,
სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და
თეორიული უნარების განვითარებისათვის.
3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2.კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლისსაბაზო/საშუალო საფეხურის
მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების
დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4.კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას
წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები;
3.5.კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან
შეთანხმების გარეშე;
3.6.კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,რომელიც
დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7.კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა
ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების
დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
4.კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა
უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე
პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და
პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები,
რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
5.კლუბის მუშაობა
5.1.კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2.კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში ქმნის facebook–ის გვერდს, სადაც
განთავსდება ინფორმაცია კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა
და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების
მისაღწევად კლუბის წევრები:
• ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო
საკითხვებზე;
• ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტს;
• უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ
სიახლეებთან დაკავშირებით;
• წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
6. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების
მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ
სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
7.კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისგადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა
დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.