ჯანსაღი ცხოვრების წესი
21 დეკემბერი 2015
ზოგადად აქტუალური საკითხია. სწორწდ, ამ თემას ეხმიანებოდა 2015წლის
11 დეკემბერს ჩვენი სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარებული
ღონისძიება "მხიარული სტარტები"/პედაგოგები ქ-ნი დოდო ხიტირი და ქ-ნი
ქეთინო ჩიბაშვილი/ ეს იყო მართლაც მხიარული, აზარტული და დაძაბული
პაექრობა.
მონაწილეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ გამარჯვების მოსაპოვებლად.
მსგავსი ღონისძიებები ნამდვილად შეიტანს ლომის წილს მომავალი თაობის
ფიზიკური აღზრდის სწორად წარმართვის საქმეში.2015წლის 16 დეკემბერს, ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა /პედ. მაია ჯოხაძე/ მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ქსელების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში "მე, თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმიტომ ავირჩიე. . . " პატარებმა წაიკითხეს ნაწყვეტი ი. ნონეშვილის ლექსიდან "ღმერთი და ხელები", რომლითაც მსმენელებს შეახსენეს, რომ თავისუფალი და ლაღი ბუნება ოდითგან დევს ქართველი კაცის სულში.
ამავე პროექტისათვის ბავშვებმა დახატეს მათი თვალით დანახული "თავისუფლება" და დაწერეს საკუთარი აზრი თუ რას ფიქრობენ ისინი, რა არის თავისუფლება.
საუბრის დასასრული