№12 საჯარო სკოლაში 2014-2015 სასწავლო წელი დამთავრდა კონკურსით: „რას ვარგებ მე ჩემს ქვეყანას“
29 ივლისი 2015
1.ნიკა გიორგაძეგამარჯობათ,მე ნიკა გიორგაძე ვარ.
ბევრი მიფიქრია ჩემს მდგომარეობაზე და აქვე გეტყვით,რომ მე სმენა დაქვეითებული ვარ.ღმერთმა ასეთი ბედი მარგუნა და მე არ ძალმიძს მას შევეწინააღმდეგო.
მართალია,უფალმა სმენით არ დამაჯილდოვა,მაგრამ ხელოვნების ნიჭი მიბოძა და ჩემი თავი ხელოვნებაში მაპოვნინა.
მე ჩემს თავს ნორჩ მოქანდაკეს ვუწოდებ და მაინტერესებს დავიმკვიდრებ კი ჩემს სამშობლოში ღირსეულ ადგილს.ნაწილობრივ უკვეგადაწყვეტილი მაქვს,მინდა გამოვიდე მოქანდაკე,რომელსაც არ სჭირდება მეტყველება,მთავარია გრძნობა და ისგანცდა,რომელსაც მე მას შიჩავაქსოვ.მე მჯერა ჩემი თავის,ჩემი შესაძლებლობების;მსურს ვემსახურო ჩემსსამშობლოს ხელოვნებით და ბევრიქმნილება ვუსახსოვრო მას.
უფალმა შესაძლოა ადამიანი არ დააჯილდოვოს სმენით,მხედველობით ან
მოძრაობისუნარით,თუმცა ამის ნაცვლად მათ აჯილდოებს სხვა ნიჭით,რომელიც
ადამიანის სულის ნაწილს მოითხოვს,ხოლო ყველაფერი,რაც გრძნობით არის
შექმნილი,განუმეორებელია.
მეშევძლებ და ჩემი ხელებით ჩემს ნამუშევრებში ჩავაქსოვ
სიყვარულს,რომელიც გარს მოეხვევა საქართველოს და ესიქნება ჩემი
დამოკიდებულება საქართველოსადმი.
2.გვანცა ტატიაშვილი და ნინო ბაგაური
ჩვენ,მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გვანცა ტატიაშვილმა და ნინო ბაგაურმა,გადავწყვიტეთ ერთად გვემსჯელა თემაზე:“რას ვარგებ მე ჩემს ქვეყანას“არ არის ადვილი პროფესიის არჩევა.ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამოვყალიბდით.
ჩვენ,მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გვანცა ტატიაშვილმა და ნინო ბაგაურმა,გადავწყვიტეთ ერთად გვემსჯელა თემაზე:“რას ვარგებ მე ჩემს ქვეყანას“არ არის ადვილი პროფესიის არჩევა.ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამოვყალიბდით.
მე ,გვანცა ტატიაშვილი ვარ. ჩემი აზრით,რაც უფრო მეტი
განათლებული ქართველი გვეყოლება,მით უფრო ჯანსაღი იქნება ჩვენი
საზოგადოება,რადგან სწორედ თითოეული ჩვენგანი ქმნის მას. ალბათ
დაფიქრებულან,თუ რა რთულია თითოეული პროფესია თავის მხრივ.მე
მსურსგავხდე ექიმი. ის მეტად საპასუხისმგებლო
პროფესიაა,რადგანადამიანის სიცოცხლესთან,ჯანმრთელობასთანაა
დაკავშირებული.თითოეული ადამიანის გადარჩენა კი დიდიბედნიერებაა.მე
მინდა გავხდე ისეტი პროფესიონალი ექიმი,რომ ქართველი კაცი იძულებული
არ იყოს წავიდეს სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ,არამედ
პირიქით,უცხოეთიდან ჩამოვიდეს ხალხი საქართველოშლ.ეს არამარტო ჩვენს
სამშობლოს,საქართველოს,გახდის ცნობადს,არამედ მის ეკონომიურ
მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და რაც მთავარია,უანგაროდ ვემსახურები
მას.
მე კი ნინო ბაგაური ვარ,ჩემი აზრით,საქართველო მეტად მწვავე პრობლემის წინაშე დგას.დღესდღეობით ხშირია კრიმინალი საქართველოში.არ არსებობს ისეთი პირობები,რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება უზრუნველყოს.მაგალითად დღეს ზოგიერთი ადამიანისთვის დამლაგებლობა და მეეზოვეობადასაცინი პროფესიაა,მაგრამ რა ვიცით იმ ადამიანების შესახებ,რომლებიც ამ პროფესიით არიან დაკავებულნი?ზოგიერთ ადამიანს ამ საქმის შესრულება,იმიტომ უწევს,რომ არჩინოს ოჯახი და შვილები,მაგრამ ეს ყველაფერი დრომ მოიტანა.არავინ იცის,თუ რა ელის ხვალ...ვფიქრობ,ყველა პროფესია საჭირო და დასაფასებელია.თითოეულმა ჩვენგანმა ღირსეულად და პირნათლად უნდა შეასრულოს თავისი ვალი.ქვეყანას სჭირდებაყველა:მეეზოვე,იურისტი,მუშა,ექიმი,მასჭავლებელი,დურგალი.მათ თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში.

ჩემს მომავალ პროფესიად იურისტობა ავირჩიე,რომ სულ ხალხის
სამსახურში ვიყო.მე მსურს მომავალში ვიცხოვრო ისეთქვეყანაში,სადაც
ადამიანი არ იქნება იძულებული,რომ იქურდოს,თუნდაც ერთი პურისთვის,რომ
დააპუროს ოჯახი.
საქართველო დიდი უფსკრულის წინაშე დგას,ხელისუფლებაში მყოფი
ადამიანები უნდა იყვნენ ორიენტირებულები არა ფუფუნების
საგნებზე,არამედ იმაზე,თუ როგორ დაეხმარონ გაჭირვებულ
ადამიანებს.ჩვენი აზრით,საქართველო კარგი ქვეყანაა,მაგრამ თვითონ
ხალხშია პრობლემა
„ოხ,ღმერთო ჩემო!სულ ძილი,ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“-ამბობს თვით ილია
ჭავჭავაძე.
არ მეგულება ადამიანი,ვისაც სამშობლო არ უყვარდეს,როგორც
დედა,სამშობლო ხომ ერთია ქვეყანაზე.გავიხსენოთ ჩვენი სასიქადულო
შვილები,მწერლები,პოეტები,ყველას სალოცავ ხატად გაუხდია ის „სამშობლო
ყოველივე ისაა,ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგვიძლია“,-წერს გალაქტიონ
ტაბიძე.ან,თუნდაც
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,“-ვკითხულობთ რაფიელ ერისთავის
ლექსში.
მე ჯერ-ჯერობით არაფერი გამიკეთებია,ჯერ ხომ ერთი უბრალო
მოსწავლე ვარ,მე ჯერ მხოლოდ ის შემიძლია საქართველო უსაზღვროდ
მიყვარდეს და ვისწავლო კარგად,რათა ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და
საკუთარი სიტყვა ვთქვა როგორც პიროვნებამ და როგორც მოქალაქემ.
საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა,თითოეული
ჩვენგანი უნდა იყოს ნათელი წერტილი ჩვენი სამშობლოსი.ჩვენი
მრავალჭირვარამნახული და სასტიკი დროების მოწმეა,მაგრამ სახელოვანმა
მამულიშვილებმა თავიანთი სისხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს
საქართველო და ჩვენც ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ მას,ამისათვის კი
ბევრი შრომაა საჭირო.სამშობლოს დასაცავად დღეს ხმლით ვერაფერს
გავხდებით,გონება და განათლებაა საჭირო.მაგალითად აკაკი წერეთელმა და
ილია ჭავჭავაძემ კალმით გაილაშქრეს უსამართლობის წინააღმდეგ,მე კი
ჩემი პროფესიით ვაპირებ სიმართლის სადარაჯოზე დგომას.ქართველი ხალხი
იმსახურებს ნათელ მომავალს.ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს
ჭეშმარიტი მამულიშვილები,ჰუმანური დასამართლიანი პიროვნებები.
გვანცა ტატიაშვილმა და ნინო ბაგაურმა თემას დაურთეს
ვიდეორგოლი,რომელმაც კომისიის წევრების ერთობლივი
გადაწყვეტილებით გამარჯვება მოუტანა წყვილს.
3.სოფო ფირცხალავა,მისი ნაშრომი შესრულებულია თემაზე:“ლამაზად
შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია გმირადა“