" ვინ უკეთ იცის ფიზიკა"
28 აპრილი 2016
საქალაქო კონკურსი " ვინ უკეთ იცის ფიზიკა". საქართველოს მოსწავლე
ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებული კონკურსი "ვინ უკეთ იცის
ფიზიკა" თბილისის მაშტაბით ტარდება და ტრადიციადაა ქცეული.
წელს ეს კონკურსი 36-ჯერ ჩატარდა,მიმდინარე წლის 25 აპრილს. ამგვარი
პაექრობა,აზრთა გაცვლა გამოცვლა ერთგვარი სარბიელია და მოსწავლეევი
დიდი ენთუზიაზმით იღებენ მონაწილეობას. ჩვენი სკოლის ფიზიკოსები
სასწავლო წლის დასაწყისშივე იწყებენ მზადებას ამ ღონისძიებაში
ჩასაბმელად. ამჯერად მხოლოდ მე-10კლასელები დავით გოგიშვილი,გვანცა
ტატიაშვილი(მასწ. ქ.კაპანაძე) და ლუნა მიხელიძე (მასწ.ლ.გვარჯალაძე)
ღებულობდნენ მონაწილეობას. სამივე მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა.
ვფიქრობთ ოლიმპიადები,კომფერენციები,კონკურსები, ერთ ძირითად,სანუკვარ
მიზანს ემსახურება.გადაჭარბებული არ იქნებოდა თუ ვიტყვით,რომ ეს
მიზანი ზოგადსაკაცობრიოა და ეს არის ცოდნის,გამოცდილების და
ინტელექტის შეძენა. ლილი გვარჯალაძე. სსიპ ქ.თბილისის N-12 საჯარო
სკოლა.ფიზიკის და ასტრონომიის მასწავლებელი.