,,მათემატიკით იმოგზაურე აფხაზეთში"
03 ივნისი 2026
3 ივნისი 2026 წელიდღეს,ჩატარდა
კონკურსი ,,მათემატიკით
იმოგზაურე აფხაზეთში" პროექტის ავტორი - ანი
ფიფია. კონკურსის მიზანი იყო
აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაწყებით
კლასებში, მოცემული იყო
საკონკურსო მოთხრობა აფხაზეთზე და
მოსწავლეებმა გაიაზრეს
და უპასუხეს მოთხრობის მიხედვით მათემატიკურ კითხვებს.ყველა გუნდს
ერქვა აფხაზეთთან დაკავშირებული სახელები:
ლამაზი აფხაზეთი, დიოსკურია, ფსოუ ,გაგრა, სოხუმი, აფხაზეთის
დამბრუნებლები, ალისფერი დროშა!
პატარა აფხაზეთი შეიქმნა ჩვენს სკოლაში,დიდი მონდომებით იყვნენ ჩვენი
პატარები ჩართულნი.
მათ იმოგზაურეს აფხაზეთში და შეეჭიდნენ მათემატიკურ ამოცანებს!
ყველა კლასს გადაეცა სერთიფიკატი, კონკურსში მონაწილეობისათვის.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ მეოთხე კლასებს შორის გუნდი-
,,აფხაზეთის დამბრუნებლები"
( IV ა კლასი,
დამრიგებელი: ნანიკო ოქროპირიძე)
და მესამე კლასებს შორის გუნდი-
,,ლამაზი აფხაზეთი"
(III ა კლასი,
დამრიგებელი: ნანა მელანაშვილი)
გილოცავთ,
წარმატებებს გისურვებთ!
