“ შიდასასკოლო თამაშები 2026”
09 ივნისი 2026
9 ივნისი 2026 წელი“ შიდასასკოლო თამაშები 2026”
მხიარული სტარტები - სპორტი, შემოქმედება და გუნდური სულისკვეთება.
ესთეტიკური კათედრის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება „მხიარული სტარტები“, რომელშიც დაწყებითი კლაზების მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და აქტიურობით ჩაერთნენ. დღის განმავლობაში მონაწილეები სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით თამაშებში მონაწილეობდნენ, ავლენდნენ სისწრაფეს, მოხერხებულობას, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარებს. ღონისძიების ფარგლებში სპორტული აქტივობების პარალელურად მოეწყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეგობრობის, სპორტის მნიშვნელობისა და პოზიტიური გარემოს ამსახველი ნამუშევრები. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ხედვითა და ორიგინალური იდეებით წარმოაჩინეს საკუთარი დამოკიდებულება აღნიშნული თემების მიმართ.
„მხიარული სტარტები“ არა მხოლოდ შეჯიბრების, არამედ ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და პოზიტიური ემოციების გაზიარების შესაძლებლობად იქცა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ, სოციალურ და შემოქმედებით განვითარებას, სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებასა და სასიამოვნო გარემოს შექმნას.
ვულოცავთ ყველა მონაწილეს აქტიურ ჩართულობას და მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო და დაუვიწყარი დღის შექმნისთვის.
სპორტის პედაგოგები: ალა კოლესიდი
თამაზ ფსუტური
ლაშა დოლიძე
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნრბის პედაგოგი: თეა სვიმონიშვილი
