„პატარა ნაბიჯებით დიდი მომავლისკენ“
16 ივნისი 2026
2026 წელი 16 ივნისი
დღეს, ჩვენი IVდ კლასელებისთვის განსაკუთრებული დღე იყო — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად სწრაფად იზრდებიან ბავშვები, როგორ იკრებენ ძალას,
ცოდნასა და გამოცდილებას და როგორ ემზადებიან ახალი მწვერვალების დასაპყრობად
სიყვარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე ღონისძიება — „პატარა ნაბიჯებით დიდი მომავლისკენ“ — მათი ოთხწლიანი მოგზაურობის ლამაზი შეჯამება იყო თითოეულმა მოსწავლემ გვაჩვენა, რომ მტკიცე ფესვები, რომლებიც ოჯახმა და სკოლამ ერთად ჩაუყარა, ძლიერი ფრთების გაშლის საფუძველია
მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს გულწრფელი ღიმილისთვის, მშობლებს — ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო მასწავლებლებს — სიყვარულითა და თავდადებით გაწეული შრომისთვის.
გილოცავთ, ძვირფასო ბავშვებო!
წინ ახალი გზები, ახალი აღმოჩენები და ახალი წარმატებები გელით. გვჯერა, რომ თქვენი ფრთები კიდევ უფრო გაძლიერდება და ყოველთვის თამამად იფრენთ თქვენი ოცნებებისკენ.
გისურვებთ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებებით სავსე მომავალს!
სიყვარულით თქვენი მარიკა მასწავლებელი
ბეჭდვა