17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა!
17 მაისი 2024
17 მაისი ოჯახის
სიწმინდის დღეა!
,,სამშობლოს სიყვარული
ოჯახის სიყვარულით იწყება!" _
ასე შემართებით შეხვდა
ჩვენი სკოლის გაძლიერებული სწავლების სტუდია. მათ ამ დღეს მთელი კვირა
მიუძღვნეს:
ისაუბრეს ოჯახზე,
ნახეს ფილმები, დაამზადეს დროშები, შექმნეს საუკეთესო ნახატები.
მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში შესანიშნავი გამოფენა მოაწყვეს და სკოლის
აივანზე მშვიდობის ნიშნად ხელნაკეთი მტრედები ააფრიალეს. პროექტი
იდეალური იყო. ( ავტორი: თამუნა ხიზანიშვილი). მართლაც უზომოდ დიდია
ოჯახის როლი ბავშვის აღზრდაში. ბედნიერებაა, როცა ადამიანი ოჯახის
ძალას ბავშვობიდანვე შეიცნობს და გაითავისებს.
სკოლაც ხომ მეორე
ოჯახია და მადლობა ჩვენს მოსწავლეებს შესანიშნავი გამოფენისთვის
