სიკეთე გადამდებია!
25 დეკემბერი 2025
6 დეკემბერი 2023 წელი
სიკეთე გადამდებია! ეს პროექტი ჩვენი სკოლის სავიზიტო ბარათია. ბედნიერებაა, როცა სიკეთის კეთებას ჩვენი
მოსწავლეები უფროსებისგან სწავლობენ და თვითონაც თანამონაწილენი ხდებიან.
მზადება უკვე დაიწყო.
დღეს, მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი: თამუნა ხიზანიშვილი)
ხელოვნების გაკვეთილზე სასაჩუქრე ყუთები გააფორმეს და შეფუთეს. მალე
მათ დაწყებითების სხვა კლასებიც შეუერთდებიან.
19 დეკემბერს პროექტი
სისრულეში მოვა და მათი პატარა ხელები სითბოსა და სიყვარულს გასცემენ.
სიკეთე გადამდებია და ვისაც გაქვთ სურვილი რომ მიიღოთ მონაწილეობა,
მიაკითხეთ თამუნა მასწავლებელს პირველ სართულზე, ,,ჯადოსნურ
ოთახში".
